საზოგადოება
ბიძინა ივანიშვილი: „თქვენი შემოქმედება არასოდეს დაბერდება“

rezo-chkheidzeთბილისი, 9 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოდან საქინფორმს აცნობეს, ბიძინა ივანიშვილი

ლეგენდარულ ქართველ რეჟისორს – რეზო ჩხეიძეს – 85 წლის იუბილეს ულოცავს.

ბატონო რეზო,გილოცავთ დაბადების დღეს!

ჩემთვის დიდი პატივია, დაბადების დღე მივულოცო შემოქმედს, რომლის შედევრებითაც ჩემს ქვეყანას არაერთხელ გაუხარია და უამაყია იმით, რომ მსოფლიო აალაპარაკა ქართველი კაცის ნიჭიერებამ.

გისურვებთ მხნეობასა და დიდხანს სიცოცხლეს.

მჯერა, თქვენი შემოქმედება არასოდეს დაბერდება.

დიდი პატივისცემით, ბიძინა ივანიშვილი