აქტუალური
ივანიშვილის წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებები გრძელდება

gancxadeba4თბილისი, 22 დეკემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნო ივანიშვილის წინააღმდეგ პროვოკაციული ქმედებებისა და საზოგადოებაში დეზინფორმაციის შეტანის მცდელობის გაგრძელებაზე საუბრობს.

როგორც პრესსამდივნოს განცხადებაშია ნათქვამი, „კვლავაც ადგილი აქვს ბიძინა ივანიშვილის სახელით ფულის შეთავაზებას და სხვადასხვა სახის დაპირებების მიცემას ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძისთვის მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნით ხელმოწერების სანაცვლოდ“.

„ზემოთ აღწერილი ფაქტები წარმოადგენს პროვოკაციას და მიზნად ისახავს ბიძინა ივანიშვილის სახელის დისკრედიტაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.