აქტუალური
თბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. ხელმოწერები „სამოქალაქო ერთობის“ ორგანიზებით შეგროვდა, რომელიც პროცესში მონაწილე აქტივთან ერთად დღეს დარბაზ „ჯაზუში“ პრესისა და საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შეხვდება.
ხელმოწერების კამპანია, დაახლოებით, სამი კვირაა, მიმდინარეობს. დღევანდელ შეხვედრაზე „სამოქალაქო ერთობა“ ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების მოთხოვნის ტექსტს შეხვედრის მონაწილეებს გააცნობს, რის შემდეგაც მას პრეზიდენტის ადმინისტრაციას გადასცემს.