აქტუალური
ივანიშვილის გუნდში შემავალი პარტიების დაფინანსების ორთვიანი ოფიციალური მონაცემები

12dafinanseba

თბილისი, 23 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, მას შემდეგ, რაც დეპუტატმა გია თორთლაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალი პარტიები რუსული ფულის მიღებაში დაადანაშაულა, დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა სამართალდამცველებს სადეპუტატო მიმართვა გადაუგზავნა, რომელშიც მოითხოვა, სამართალდამცავებს გამოეძიებიათ, კონკრეტულად, რა თანხებით ფინანსდება აღნიშნული პარტიები. 20 დეკემბრის სადეპუტატო კითხვასთან დაკავშირებით შესაბამისი ინფორმაცია პარლამენტს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ მიაწოდა. პასუხის მიღება პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემაც დაადასტურა.

ინფორმაციაში ჩამოთვლილია, რა დაფინანსება მიიღეს მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალმა პარტიებმა. ჟურნალისტებს აღნიშნული ჩამონათვალი თავად გიორგი ცაგარეიშვილმა გააცნო.

პოლიტიკურ გაერთიანება ხალხის პარტიას (ლიდერი – კობა დავითაშვილი) დაფინანსება მიღებული აქვს შემდეგი კომპანიებიდან: სს „ბანკი ქართუ“ – 100 000 ლარი; შპს „ფინსერვის-21“ – 100 000 ლარი; შპს „ფინსერვისი“ – 100 000 ლარი; შპს „ელიტა ბურჯი“ – 100 000 ლარი, შპს „ქართუ ჯგუფი“ – 100 000 ლარი; შსპ „ქართუ მენეჯმენტი“ – 100 000 ლარი; შპს „ინტერკონსალტინგი პლუსი“ - 100 000 ლარი; შპს „კალა კაპიტალი“ – 100 000 ლარი, შპს „კოლხეთი“ – 100 000 ლარი.

სულ: 900 000 ლარი.

კონსერვატიულ პარტიას“ (ლიდერი – ზვიად ძიძიგური) მიმდინარე წლის დეკემბერში დაფინანსება მიღებული აქვს შემდეგი კომპანიებიდან: შპს „კომპლექს-სერვისი“ – 100 000 ლარი; სს ბანკი „ქართუ“ – 100 000 ლარი; შპს „ბურჯი“ – 100 000 ლარი; სს „ქართუ ჯგუფი“ – 100 000 ლარი; შპს „ფინსერვისი“ – 100 000 ლარი; შპს „ინტერკონსალტინგი+“ – 100 000 ლარი; შპს „ქართუ მენეჯმენტი“ – 100 000 ლარი; შპს „ელიტა ბურჯი“ – 100 000 ლარი; შპს „ფინსერვისი-21“ – 100 000 ლარი; შპს „კოლხეთი“ – 100 000 ლარი; შპს „კალა კაპიტალი“ – 100 000 ლარი.

სულ: 1 200 000 ლარი.

საქართველოს რესპუბლიკურ პარტიასთან (ლიდერი – დავით უსუფაშვილი) დაკავშირებით კი ჩამონათვალი ასეთია: სს „ბანკი ქართუ“ – 100 000 ლარი; შპს „ბურჯი“ – 100 000 ლარი; შპს „კომპლექსერვისი“ – 100 000 ლარი; სს „ქართუ ჯგუფი“ – 100 000 ლარი; შპს „ბურჯი“ – 100 000 ლარი; შპს „ფინსერვისი“ – 100 000 ლარი; შპს „ინტერკონსტალტინგი+“ – 100 000 ლარი; შპს „ელიტა ბურჯი“ – 100 000 ლარი; შპს „ქართუ მენეჯმენტი“ – 100 000 ლარი, შპს „ქართული ჰოლდინგი“ – 100 000 ლარი; შპს „კალა კაპიტალი“ – 100 000 ლარი; შპს „კოლხეთი“ – 100 000 ლარი.

სულ: 1 100 000 ლარი.

პოლიტიკური გაერთიანება თავისუფალი დემოკრატების (ლიდერი – ირაკლი ალასანია) დაფინანსება კი ასეთია: პარტიამ 100-100 ათასი ლარი მიიღო ბანკი „ქართუსგან“; სს „ქართუ ჯგუფისგან“; შპს „ფინსერვისისგან“; შპს „ინტერკონსტალტინგი პლუსისგან“; შპს „ელიტა ბურჯისგან“; შპს „ქართული მენეჯმენტისგან“; შპს „ქართული ჰოლდინგისგან“, შპს „კალა კაპიტალისა“ და შპს „კოლხეთისგან“.

სულ: 900 000 ლარი.

საერთო ჯამში,  2011 წლის ნოემბერ-დეკემბერში ბიძინა ივანიშვილის გუნდში შემავალი პოლიტიკური ორგანიზაციები დაფინანსდნენ 4 100 000 ლარით (ოთხი მილიონ ასი ათასი ლარით).