აქტუალური
თბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. წალკა-ნინოწმინდის ცენტრალური მაგისტრალის 20 კმ-იან მონაკვეთზე წუხელ, გვიან ღამით, ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერებული იყო. დიდთოვლობისა და ნამქერის გამო, გადაიკეტა პიკმატაჟის უღელტეხილი.
მსუბუქი ავტომობილები წალკა-ნინოწმინდის ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილებას ვეღარ ახერხებდნენ. აღნიშნულ მონაკვეთზე მხოლოდ მაღალი გამავლობის ტრანსპორტის მოძრაობა იყო შესაძლებელი. როგორც ადგილზე აცხადებდნენ, გაწმენდითი სამუშაოები დილიდან დაიწყო. წალკა-ნინოწმინდის მაგისტრალის 20 კილომეტრიანი მონაკვეთი, კონკრეტულად კი, პიკმატაჟის უღელტეხილი, ზამთრის პერიოდში სისტემატურად იკეტება თოვლისა და ნამქერის გამო.