აქტუალური
ლაზიკაცი ლაზიკის შესახებ

laziთბილისი, 26 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც „თეთრი მოძრაობის“ პრესსამსახური საქინფორმს აცნობებს, ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი და დამფუძნებელი ზურაბ ხასია ეხმაურება სიდიდით მეორე ქალაქის – ლაზიკას – მშენებლობის პროექტს  და თავის მოსაზრებებს გამოთქვამს:

„ლაზი ვარ, ამაყი ლაზი – გარეგნობით, ცხოვრების წესით, აზროვნებით.

თავს ვალდებულად ვთვლი, ჩემი წინაპრებისა და შთამომავლების წინაშე მართალი ვიყო იმაზე, რაც ჩემ თვალწინ ხდება ჩემს სამშობლოში.

მშენებლობისა და აღმშენებლობის წინააღმდეგ ქვეყნის აბა რომელი მოყვარული კაცი იქნება. ღმერთმა აშენოს და ამრავლოს ქართული ქალაქი და სოფელი, მაგრამ, გააჩნია, სად? რატომ? ვისთვის?

ლაზიკა სად შენდება – ეს პრობლემა ბუნების დამცველებსა და ქალაქმშენებლობის სპეციალისტთა ფართო წრეს დავუტოვოთ.

ლაზიკა რატომ შენდება – ეს ჩვენი პრეზიდენტის სხვათაგან საღაზრმიუწვდომელი გონებისათვის მიგვინდია.

ვისთვის შენდება – აი, ეს კი არის საკითხავი, რომელიც სასწრაფო პასუხს საჭიროებს, ვინაიდან საინფორმაციო საშუალებები აჭრელდა ამ პრობლემაზე მსჯელობით.

დაშლილ-დანგრეულ სახელმწიფოს რომ  ნახევარმილონიანი ქალაქის აშენების არანაირი ეკონომიკური და ადამიანური რესურსი არ გააჩნია, ბავშვიც მიხვდება. ჩვენს ქვეყანაში მშენებლობა თავისი სახლებითა და ხიდებით ბუტაფორიულ სტანდარტებსაც  რომ გაჭირვებით აკმაყოფილებს, ესეც ყველამ იცის. მაშ, საიდან ნახევარმილიონიანი ქალაქი? ვის ჩაასახლებენ? რით ააშენებენ?

ძალიან სერიოზული წყაროები გვაუწყებენ, რომ პრეზიდენტს დიდი ფულის ორ წყაროზე უჭირავს თვალი: პირველი გახლავთ ე.წ. „თურქი მესხების“ ჩამოსასახლებლად გამოყოფილი საკმაოდ სოლიდური თანხები; მეორე – სირიიდან და ირანიდან ემიგრაციის მომლოდინე სომეხი ეროვნების მოქალაქეები, რომლებიც სერიოზულად შეავიწროვეს ამჟამინდელ სამშობლოში, მაგრამ ასევე საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობები გააჩნიათ კარგ ადგილებში ჩასასახლებლად. ამას თუ სრულიად სომეხთა ლობის განუსაზღვრელ შესაძლებლობებს დავუმატებთ, ცხადი გახდება, რაც სურს დღევანდელ ხელისუფლებას – ნახევრად გასომხებულ ბათუმსა და ქობულეთს სულ მთლად არაქართული  ლაზიკაც მიუმატოს.

ცოდვა გამხელილი ჯობს – აქამდე ბატონი სააკაშვილის მხოლოდ პოლიტიკური ოპონენტი ვიყავი. ბოლომდე არ მემეტებოდა, სანახევროდ ისიც ლაზი მეგონა, გენეტიკურად მაინც. ამ ხნის კაცმა ვერ განვჭვრიტე: კაცი რომ კაცად არ ვარგა, ის არც პრეზიდენტად ვარგა, არც ქართველად ვარგა, არც სომეხად, არც სააკაშვილად, არც ალასანიად, არც მეგრელად, არც ლაზად.

ლაზები ჩვენს სიტყვას ვიტყვით ლაზიკაზეც, ლაზეთზეც და სხვა კიდევ მრავალზე... მალე, სულ მალე!“