აქტუალური
საკრებულომ წალენჯიხის ბიუჯეტი მიიღო

1bevri-fuliზუგდიდი, 27 დეკემბერი, საქინფორმი. წალენჯიხის საკრებულოს წევრებმა 2012 წლის ბიუჯეტი მიიღეს. წალენჯიხის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 4,5 მილიონი ლარია.

წალენჯიხის ახალ ბიუჯეტში 100 ათასი ლარითაა გაზრდილი სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინასება. 20 ათასი ლარით იზრდება საკრებულოს თანამშრომელთა ხელფასებისა და ხარჯების ოდენობა. 10 ათასი ლარითაა გაზრდილი სარეზერვო ფონდი.

წალენჯიხაში წელს შემცირებულია საგანმანათლებლო ღონისძიებისთვის გამოყოფილი თანხები. შარშანდელი 840 ათასი ლარის ნაცვლად,  წელს ეს თანხა 490 ათას ლარს შეადგენს.

დევნილების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, წალენჯიხის 2012 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტებში ვერ მოხვდა ფოცხოეწერის დევნილთა ჩასახლებაში უფასო სასადილოს გახსნა.