აქტუალური
ივანიშვილის მეუღლე ისევ საქართველოს მოქალაქეა, ბიძინა – არა...

12xvedelidze-ivanishviliთბილისი, 27 დეკემბერი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარემ, მოსამართლე შოთა გეწაძემ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლე ეკატერინე ხვედელიძის ადმინისტრაციული სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა – მოსამართლის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტი ეკატერინე ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე ბათილად იქნა ცნობილი და პრეზიდენტს მოსარჩელე მხარისთვის ბაჟის სახით გადახდილი 100 ლარის ანაზღაურებაც დაეკისრა.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენის საკითხს, სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

გეწაძის თქმით, მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოშია შესაძლებელი.