თბილისი, 29 დეკემბერი, საქინფორმი. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ ოფიციალურ ვებგვერდზე პარტიის 2011 წელს შემომწირველ კომპანიათა ნუსხას აქვეყნებს და აცხადებს, რომ მიმდინარე წლის დეკემბერში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივით, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიისა და „GRECO“-ს რეკომენდაციის გათვალისწინებით, საქართველოს პარლამენტი დამატებით მექანიზმებს დაამტკიცებს პოლიტიკური პარტიების ფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოზიციაა, რომ ჩვენს საზოგადოებას სრული ინფორმაცია ჰქონდეს, ვინ და რა ოდენობით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს. ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს როგორც საარჩევნო, ისე არასაარჩევნო პერიოდების დაფინანსების შესახებ. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობა“ აქვეყნებს იმ კომპანიების სრულ ნუსხას, რომელთაგანაც 2011 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შემოწირულობები მიიღო“, – ნათქვამია ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.განცხადებას თან ახლავს ნუსხაც, რომლის მიხედვითაც 2011 წლის განმავლობაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 1 520 000 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო.
შემოწირულობების მიღების თარიღები და ოდენობა კი ასეთია:
26.09.2011 - შპს „ენკა მოლ“–100 000 ლარი;
26.09.2011 – შპს „ტერექს-XXI“ – 100 000 ლარი;
26.09.2011 – შპს „დ.თ.ჯ. ჯგუფი“ – 100 000 ლარი;
28.09.2011 – შპს „გზამშენი 5“ – 100 000 ლარი;
28.09.2011 – შპს „გზამშენი 4“ – 100 000 ლარი;
29.09.2011 – შპს „ტრანსპროექტი“ – 100 000 ლარი;
03.10.2011 – შპს „სგრმზ დირექცია“ – 100 000 ლარი;
03.10.2011 – სს „ხიდმშენი“ – 100 000 ლარი;
05.10.2011 – შპს „საქგზამეცნიერება“ – 100 000 ლარი;
05.10.2011 – „უნივერსალი 93“ – 50 000 ლარი;
05.10.2011 – შპს „იბოლია“ – 100 000 ლარი;
05.10.2011 - №1 სსს – 100 000 ლარი;
10.10.2011 - შპს „ჯი ჯგუფი“ – 50 000 ლარი;
28.10.2011 – შპს „ვანტი“ – 100 000 ლარი;
31.10.2011 – შპს „ჯეოკომფორტი“ – 50 000 ლარი;
14.12.2011 – შპს „ჯეოკომფორტი“ – 50 000 ლარი;
14.12.2011 – შპს „ჯეოთერმი“ – 100 000 ლარი;
14.12.2011 – შპს „ჩარკფი“ – 20 000 ლარი.