აქტუალური
თბილისი, 3 იანვარი, საქინფორმი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, რუსთაველის გამზირის №30-ში მდებარე შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი 500 000 ლარად იყიდება.
აუქციონის პირობების მიხედვით, შენობის ახალი მფლობელი ვალდებულია, საპრივატიზაციო ობიექტში განთავსებული მოსარგებლეების უსასყიდლო სარგებლობის უფლება 2012 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს.
ელექტრონული აუქციონი www.eauction.ge-ზე 18 იანვარს, 17:00 საათზე, გაიმართება.