აქტუალური
„Facebook“ განქორწინებებში დაადანაშაულეს

1facebookთბილისი, 5 იანვარი, საქინფორმი. 2011 წელს დიდ ბრიტანეთში განქორწინების ერთ-ერთ მიზეზად სოციალურ ქსელ „Facebook“-ში საქმიანობა სახელდება.

როგორც გაერთიანებული სამეფოს მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, განქორწინების პროცესების სპეციალისტებმა გაყრის 5 ათასი საქმის გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნეს.

ყოველ მესამე შემთხვევაში ქორწინების რღვევის მიზეზი გახდა ერთ-ერთი მეუღლის ქმედებები სოციალურ ქსელში. როგორც წესი, ეს იყო ვირტუალური ფლირტი ან ქსელის მეგობრებისაგან მიღებული მამხილებელი ინფორმაცია „მეორე ნახევრის“ შესახებ.