აქტუალური
სენაკის ოპოზიციონერ კანდიდატს ასამართლებენ

xulordava1ზუგდიდი, 6 იანვარი, საქინფორმი. სენაკის საკრებულოს ოპოზიციონერი წევრის, რევაზ ხულორდავას, საქმის არსებით განხილვაზე ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში დაზარალებული დავით მგალობლიშვილი დაკითხეს. მან ხულორდავას ბრალი დასდო მუცლის არეში ჭრილობის მიყენებაში. ბრალდებულის მხარე კი აცხადებს, რომ ხულორდავას მიმართ სამართლებლივი დევნა პოლიტიკური ნიშნით ხდება. რევაზ ხულორდავა სენაკის პოლიციამ 20 ნოემბერს დავით მგალობლიშვილის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავა. მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ხულორდავას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. საქმე მკვლელობის მცდელობისთვისაა აღძრული. „ზუგდიდის სასამართლოს არ სურს ჭეშმარიტების დადგენა“, – ამის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ხულორდავას ადვოკატმა შალვა შავგულიძემ განაცხადა. მისი თქმით, დაზარალებულმა თავდაპირველ ჩვენებაში გამოძიებას სხვა ჩვენება მისცა, შემდეგ ისევ შეცვალა, დღეს კი სასამართლოს სხვა რამ უთხრა.თავად რევაზ ხულორდავამ პროცესზე განაცხადა, რომ მას მგალობლიშვილთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია.