აქტუალური
სააკაშვილი გათავისუფლებულ მეზღვაურს ესაუბრა

saakashvili-sula-aqtualuriთბილისი, 9 იანვარი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველი მეზღვაურები გათავისუფლდნენ. მოლაპარაკებების პროცესს პრეზიდენტ სააკაშვილის უშუალო დავალებით მთავრობის უწყებათაშორისი ჯგუფი აწარმოებდა, რომელსაც კოორდინაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი კარბელაშვილი უწევდა. გათავისუფლებული მეზღვაურები უკვე იმყოფებიან მთავრობის მიერ კონტროლირებად გემზე და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

რამდენიმე წუთია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი სომალელი მეკობრეების ტყვეობიდან გათავისუფლებულ ქართველ მეზღვაურს, გემის კაპიტან მემედ ზაქარაძეს დღეს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტმა მეზღვაურებს ტყვეობიდან გათავისუფლება მიულოცა და აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის სამშობლოში მათ დაბრუნებას.

„თავის მხრივ, მემედ ზაქარაძემ პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა მეზღვაურთა გადასარჩენად და გასათავისუფლებლად პირადად გამოიჩინა. მისი თქმით, მეზღვაურები თავს კარგად გრძნობენ. უფრო მეტიც, თითოეული მათგანი მიიჩნევს, რომ მათი ტყვეობიდან დახსნა ხელახლა დაბადების ტოლფასია“, – განმარტავენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.