აქტუალური
შვეიცარია კახეთში მეცხოველეობის განვითარების პროექტებს დააფინანსებს

Sveicariaთბილისი, 10 იანვარი, საქინფორმი. დედოფლისწყაროში, სიღნაღსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში შემავალ ოცზე მეტ სოფელში შვეიცარიული ორგანიზაცია მეცხოველეობის განვითარების პროექტებს განახორციელებს.

საქართველოში მეცხოველეობის განვითარების პროექტის განხორციელებას კახეთის სამ მუნიციპალიტეტში არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS EPER“ იწყებს. უკვე შერჩეულია დედოფლისწყაროსა და სიღნაღის 5 სოფელი, ხოლო საგარეჯოს მუნიციპალიტეტში – 10 სოფელი.

არასამთავრობო ორგანიზაცია „HEKS EPER“-ის წარმომადგენლები პროექტში მონაწილე სოფლების მცხოვრებთ შეხვდებიან და გამოიკითხავენ მათ აზრს.  პროექტის მიხედვით დადგინდება, რა ტიპის დახმარების გაწევა ესაჭიროებათ ხსენებული სოფლების მოსახლეობას მეცხოველეობის განვითარებისთვის. იგეგმება მსხვილფეხა ცხოველის შეყვანა, უკვე არსებული ფერმისათვის ვეტერინარული დახმარების გაწევა თუ რძის გადამამუშავებელი აპარატურის ან საკვები ბაზისათვის საჭირო ტექნიკის შემოტანის უზრუნველყოფა და ა.შ.

გავრცელებული ინფორმაციით, პროექტები რეგიონის მასშტაბით უახლოეს პერიოდში უნდა დაიწყოს.

www.qiziki.blogspot.com