აქტუალური
თბილისი, 6 თებერვალი, საქინფორმი. „К2К“ მსოფლიოში 15 ყველაზე მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს მქონე ქვეყნის რეიტინგს აქვეყნებს.
ამ თვალსაზრისით შედგენილ რეიტინგში მეორე ადგილს აშშ იკავებს, მესამეზე ინდოეთია, მეოთხეზე – ბრაზილია, მეხუთეზე – პოლონეთი, მეექვსეზე – გერმანია, მეშვიდეზე –ავსტრალია, მერვეზე – მექსიკა, მეცხრეზე – კანადა, მეათეზე – სამხრეთ აფრიკა, მეთერთმეტეზე – ვიეტნამი, მეთორმეტეზე – საფრანგეთი, მეცამეტეზე – თურქეთი, მეთოთხმეტეზე – ჩილე, ხოლო მეთხუთმეტეზე – რუსეთი.
რეიტინგის შედგენისას გამოცემამ რამდენიმე ეკონომიკური ფაქტორი, მათ შორის, ქვეყნებში ერთ სულ მოსახლეზე არსებული მშპ და სხვა მონაცემები გამოიყენა.