აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: „ამ გარემოში სააკაშვილი არ წავა ხელისუფლებიდან“

nina-oponionთბილისი, 7 თებერვალი, საქინფორმი. ამის შესახებ „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს ლიდერმა“ ინტერნეტგამოცემა „opinion.ge“-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„სააკაშვილი არ წავა ხელისუფლებიდან. ამ გარემოში სააკაშვილი დარჩება ხელისუფლებაში. ნებისმიერ სცენარს გამოიყენებს, რომელიც მოეხასიათება, რომელიც უფრო მომგებიანი იქნება მისთვის. ხელი უნდა გავანძრიოთ და ვიბრძოლოთ ქვეყნის გადასარჩენად. ქვეყანა არის უმძიმეს მდგომარეობაში და „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში კიდევ რამდენიმე წლით დარჩენა უახლოესი მომავლის პერსპექტივას დაუკარგავს საქართველოს“, – აცხადებს ბურჯანაძე.