აქტუალური
თბილისი, 9 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს საავტომობილო გზების რამდენიმე მონაკვეთზე დიდთოვლობის გამო შეზღუდვები ამ დრომდე რჩება.
კახეთის მიმართულებით შეზღუდულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება, დანარჩენი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა დასაშვებია.
დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო, ჩაკეტილია ჯვრის უღელტეხილი, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის აკრძალულია მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურისა და სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთებზე.
ცენტრალურ მაგისტრალზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
როგორც დეპარტამენტში აცხადებენ, უწყება 24-საათიან საგანგებო რეჟიმში მუშაობს.