აქტუალური
თბილისი, 13 თებერვალი, საქინფორმი. დასავლეთ საქართველოში დღეიდან დათბება, აღმოსავლეთში კი ხვალიდან ყინვა შესუსტდება და ტემპერატურა მოიმატებს.
წინა ღამეს საქართველოში ყველაზე ძლიერი ყინვა იყო. ტემპერატურა თბილისში -8-10 გრადუსს შეადგენდა, ცალკეულ რაიონებში კი -21 გრადუსამდე ყინვა იყო.
„მომავალი კვირიდან ყინვები გაგრძელდება, თუმცა გაცილებით შერბილდება“, – განმარტავენ გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში.