აქტუალური
თბილისი, 14 თებერვალი, საქინფორმი. „REGNUM“-ის ინფორმაციით, ეს განცხადება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ სომხური ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
ნატოს წარმომადგენელმა სომხეთსა და აზერბაიჯანზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ ქვეყნებს ნატოში გაწევრების სურვილი ჯერ არ გამოუთქვამთ.
მისივე თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კავკასიის ქვეყნებთან განსხვავებული პროგრამებით თანამშრომლობს, რადგან რეგიონი არ არის მიჩნეული როგორც ერთი მთლიანობა.