აქტუალური
თბილისი, 17 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა გარდაბანში ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის მშენებლობაზე თურქულ კომპანია „MIMSAN group“-თან მემორანდუმი გააფორმა.
მისი თქმით, ელეტროსადგურისთვის ქვანახშირის მოწოდება ტყიბულის მაღაროდან განხორციელდება. ტყიბულის ქვანახშირის მაღაროს მფლობელი ინდუსტრიული ჯგუფია, გიგანტური ჰოლდინგი, რომლის ბიზნესინტერესებიც სხვადასხვა სფეროს მოიცავს, დაწყებული ენერგეტიკიდან, დამთავრებული უძრავი ქონებით.
მემორანდუმის ხელმოწერა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმის ფარგლებში შედგა, რომელიც თბილისში 16 თებერვალს გაიმართა და რომელიც სამი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრებმა გახსნეს.