აქტუალური
თბილისი, 21 თებერვალი, საქინფორმი. როგორც კომპანიაში განმარტავენ, თელასის გენერალურ დირექტორად სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გეორგაფიული დივიზიონის ხელმძღვანელი ვადიმ მიტიუშინი დაინიშნა.
ცნობისთვის: სს „თელასი“ საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიაა. ის თბილისის 450 ათასზე მეტ მომხმარებელს ელექტროენერგიით უზრუნველყოფს.
2003 წლის აგვისტოში თელასი ჯგუფ „ინტერ რაო ეეს“-ის შემადგენლობაში შევიდა. სს „თელასის“ აქციათა 75% სწორედ „ინტერ რაო ეეს“-ს ეკუთვნის, ხოლო 25% -მდე – სახელმწიფოს.