აქტუალური
თბილისი, 22 თებერვალი, საქინფორმი. სასტუმრო „რედისონში“ კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გაერთიანების პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობა დაასახელა.
რაც შეეხება საბჭოს შემადგენლობას, მასში ბიძინა ივანიშვილსა და ნოდარ ხადურთან ერთად იქნებიან „რესპუბლიკელების“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია, „ეროვნული ფორუმის“ ლიდერი კახა შარტავა, „კონსერვატორების“ ლიდერი ზვიად ძიძიგური, ასევე, „რესპუბლიკელებიდან“ დავით ბერძენიშვილი და „თავისუფალი დემოკრატებიდან“ ალექსი პეტრიაშვილი.
ივანიშვილის თქმით, საბჭოში „ვაკანტური ადგილები ჯერ ისევ არსებობს“.