რუსეთი საქართველოს ხელისუფლებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულში სდებს ბრალს
თბილისი, 24 თებერვალი,
საქინფორმი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ფლობს მტკიცებულებებს საქართველოს ხელისუფლების თანამონაწილეობის შესახებ პიროვნების, მშვიდობის, კაცობრიობის უსაფრთხოების წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოში სამხრეთ ოსეთში მომხდარი კონფლიქტისას. ამის შესახებ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენელმა ვლადიმერ მარკინმა განაცხადა.
მისი თქმით, საგამოძიებო კომიტეტი აწარმოებს სისხლის სამართლის საქმეებს მკვლელობის, გენოციდისა და სხვა მუხლებით.
„მათი სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემა რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთის კანონმდებლობის მიხედვით, შეუძლებელია სახელმწიფოს თანამდებობის პირების იმუნიტეტის გამო, რომელიც საერთაშორისო სამართლის ნორმებითაა დადგენილი“, – განაცხადა მარკინმა.