აქტუალური
თბილისი, 27 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ჟურნალისტებს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა განუცხადა, შეიქმნება საჯარო სამართლის იურიდიული პირი „საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო“, რომლის მიზანი იქნება ქართული რეფორმებისა და ინოვაციების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება და დაინტერესებულ სახელმწიფოებში მათი გავრცელებისთვის ხელშეწყობა.
„სააგენტოს შეეძლება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოიპოვოს ინფორმაცია, დაამუშაოს და მისი გავრცელება და საერთაშორისო მასშტაბით რეკლამირება მოახდინოს.
სააგენტოს თავმჯდომარეს პრემიერ-მინისტრი დანიშნავს“, – აღნიშნა ხუროშვილმა.