აქტუალური
ტუვალუს პრემიერი სოხუმში ჩადის

tuvalu-2თბილისი, 7 მარტი, საქინფორმი. ტუვალუს პრემიერი ვილი ტელავი სოხუმში ჩადის. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

ტელავი აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მიემგზავრება. იგი უკვე იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა.

საპარლამენტო არჩევნებისთვის აფხაზეთში ჩავლენ ნიკარაგუასა და ვენესუელას წარმომადგენლებიც. ისინი საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან. დამკვირვებლებს პარლამენტი იწვევს.

შეგახსენებთ, აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები 19 მარტისთვის არის დანიშნული.