საზოგადოება
სააკაშვილმა ნაზარბაევი საქართველოში მოიწვია
saaka-nazarbaevთბილისი, 28 მარტი, საქინფორმი. ბირთვული უსაფრთხოების სამიტის ფარგლებში ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. როგორც 2012 წლის 27 მარტს „ტრენდი“ იუწყებოდა, სახელმწიფოს მეთაურებმა ორმხრივი ურთიერთობის განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. საქართველოს პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევი თბილისში ვიზიტით მოიწვია.