პოლიტიკა
თბილისი, 2 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის პლენარული სხდომების ქუთაისში გამართვა მიმდინარე წლის 1 მაისიდან იქნება შესაძლებელი. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები პარლამენტის რეგლამენტში შედის.
საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყნის პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისი უნდა გახდეს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მომდევნო საერთო-საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნების დღიდან.
კანონპროექტის ავტორი საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტია.