საზოგადოება
ვახტანგ ხმალაძე: „მოქალაქეობის შემთხვევაშიც კი, ივანიშვილი საკუთარ პარტიას ვერ დააფინანსებს“

xmaladze1თბილისი, 3 აპრილი, საქინფორმი. კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების“ სოლიდური თანხით  დაფინანსებას იმ შემთხვევაშიც ვერ შეძლებს, თუ ის საქართველოს მოქალაქე  და პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე გახდება.

ხმალაძემ განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქეობის მიღების შემთხვევაშიც კი,  ივანიშვილი საკუთარ პარტიას 60 000 ლარზე მეტს ვერ შესწირავს.

„კანონმდებლობის თანახმად, ფიზიკურ პირს პოლიტიკური ორგანიზაციისთვის  60 000 ლარზე მეტი შეწირვის უფლება არ აქვს. მნიშვნელობა არ აქვს, ის ადამიანი ამ პარტიის დამფუძნებელია,  რიგითი წევრია თუ თავმჯდომარე. ხელისუფლებამ  ყველაფერი გათვალა. ეს კანონი ხომ სწორედ ბიძინა ივანიშვილის გამო მიიღეს“, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.