საზოგადოება
თოფაძის პარტია სრული შემადგენლობით „ქართულ ოცნებაში“ შედის

1tofadzeთბილისი, 6 აპრილი, საქინფორმი. როგორც ლიდერმა პარტიისა „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" გოგი თოფაძემ განაცხადა, გარკვეული დეტალების დაზუსტების შემდეგ მისი პარტია სრული შემადგენლობით კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ გაერთიანდება.

ამის შესახებ თოფაძემ „ITV“-ის პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როცა ივანიშვილმა პოლიტიკური აქტიურობა დაიწყო, მე მის გვერდით ყოფნისთვის მზაობა გამოვაცხადე. მე ერთადერთი ბიზნესმენი ვიყავი, რომელსაც ამ განცხადების შემდეგ შესაძლოა, ხელისუფლებასთან პრობლემები ჰქონოდა. დღეს უკვე თამამად შემიძლია, გითხრათ, რომ ჩვენი პარტია გარკვეული დეტალების დაზუსტების შემდეგ სრული შემადგენლობით ივანიშვილის კოალიციაში გავწევრიანდებით“, – განაცხადა თოფაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც მან ივანიშვილისთვის მხარდაჭერა გამოაცხადა, მისი პარტიის რეგიონული სტრუქტურების ხელმძღვანელებზე გარკვეული სახის ზეწოლა ხორციელდება. თოფაძეს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა და ძალიან შეწუხებულია.