საზოგადოება
რაულ ცირეკიძე ევროპის ჩემპიონია!
raul-cirekidzeთბილისი, 17 აპრილი, საქინფორმი. ანტალიაში ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე შტანგისტმა რაულ ცირეკიძემ (85 კგ წონა) ევროპის ჩემპიონის ტიტული და ოქროს მედალი მოიპოვა. ქართველმა ძალოსანმა პირველი მოძრაობით თანმიმდევრობით ასწია 160, 163 და 165 კილოგრამი და მხოლოდ თურქ ფათიხ ბაიდარს ჩამორჩა, რომელმა 166-კილოგრამიანი შტანგა ასწია. შემდეგ ცირეკიძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა აკვრაში, სადაც კვლავ თანდათანობით ზრდიდა წონას – 193, 196 და 200 კგ, და ბოლოს სულ ცოტათი ჩამორჩა ტომ შვარცბახს (გერმანია), რომელმაც 1 კგ-თი მეტი ასწია. თუმცა ჯამში ქართველ სპორტსმენს უკეთესი შედეგი აღმოაჩნდა – 365 კგ. მეორე ადგილი ერგო ფათიხ ბაიდარს (თურქეთი), ხოლო მესამე – გაბრიელ სინკრაიანს (რუმინეთი).