საზოგადოება
საქართველოში ტრამპი ჩამოდის

trampთბილისი, 19 აპრილი, საქინფორმი. ბიზნესმენი დონალდ ტრამპი საქართველოს ორდღიანი ვიზიტით 21 აპრილს ეწვევა.

როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან იტყობინებიან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტრამპის დახვედრის ცერემონია გაიმართება. მოგვიანებით ის ბათუმში გაემგზავრება, სადაც საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეხვდება. შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

დონალდ ტრამპი ბათუმში „ტრამპ-თაუერის“ მშენებლობას ჩაუყრის საფუძველს.